Accessibility links

logo-print

მერკელი და ოლანდი პუტინს უკრაინის კრიზისის მოგვარების გეგმას წაურდგენენ


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსკოვში ჩადიან, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის კრიზისის მოგვარების სამშვიდობო გეგმა წარუდგინონ. ერთი დღით ადრე საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები კიევში იყვნენ ჩასულები, სადაც მათ ეს გეგმა განიხილეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელიც ასევე ჩასული იყო კიევში, განაცხადა, რომ ამერიკას პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრა სურს, მაგრამ, ამავე დროს, ვერ დახუჭავს თვალს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მალე გადაწყვეტს, მიაწოდოს თუ არა კიევს საბრძოლო იარაღი სეპარატისტებთან საბრძოლველად, თქვა კერიმ. მოსკოვის თანახმად, კიევისთვის ამერიკის მხრიდან ყოველგვარი იარაღის მიწოდებას უსაფრთხოებისთვის მუქარად განიხილავს.

XS
SM
MD
LG