Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში აკრძალული ფილმით გაიხსნა ბერლინის კინოფესტივალი


ირანელი სხვაგვარად მოაზროვნე კინორეჟისორის, ჯაფარ ფანაჰის ფილმის პრემიერა შედგა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 5-დან 15 თებერვლამდე ჩატარდება. ფანაჰის ფილმი, ტაქსი, თეირანის პორტრეტია და ის ბერლინის კინოფესტივალის უაღლესი ჯილდოს, ოქროს დათვისთვის იბრძოლებს. კინორეჟისორს 2010 წელს მიუსაჯეს 6 წლიანი პატიმრობა და 20 წლით აუკრძალეს კინოფილმის გადაღება, ინტერვიუების მიცემა და ქვეყნის დატოვება. ის ციხეში არ არის, მაგრამ ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია მისი დაპატიმრება.

XS
SM
MD
LG