Accessibility links

logo-print

ბაიდენი: უკრაინა თვითგადარჩენისთვის იბრძვის


აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინა თვითგადარჩენისთვის იბრძვის, როცა იზრდება რუსეთის ჩარევა კიევის არმიასა და სეპარატისტულ ძალებს შორის კონფლიქტში. 6 თებერვალს, ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე, დონალდ ტუსკისთან შეხვედრისას ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთი განაგრძობს კონფლიქტის გამწვავებას დაქირავებული ჯარის და ტანკების უკრაინაში გაგზავნით. რუსეთს ვერ დავრთავთ ნებას, შეიცვალოს ევროპის რუკა, დასძინა ბაიდენმა, ამ დროს, აშშ და ევროპა ერთად უნდა დადგნენ, მტკიცედ უნდა დადგნენ. კიევში, ხუთ თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ რუსეთის უწყვეტი აგრესია აღმოსავლეთში უკრაინისთვის უსერიოზულესი საფრთხეა. აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მალე გადაწყვეტს, მიაწოდოს თუ არა კიევს საბრძოლო იარაღი სეპარატისტებთან საბრძოლველად, თქვა კერიმ.

XS
SM
MD
LG