Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ობამა აშშ-ის მსოფლიო ლიდერობაზე საუბრობს


თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელშიც ხაზგასმულია აშშ-ის, როგორც მსოფლიო ლიდერის როლი საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილი იყოს „კანონებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“ და მობილიზაციაში მოვიდეს გლობალური ძალები უსაფრთხოების სხვადასხვა ფრონტზე, მათ შორის რუსეთის „აგრესიის“ შესაჩერებლად. აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ აშშ სათავეში უდგას „წამყვან საერთაშორისო კოალიციებს, რომლებიც უპირისპირდება აგრესიით, ტერორიზმით და დაავადებებით გამოწვეულ მწვავე საფრთხეებს.“ ობამას განცხადებით, ვაშინგტონი ევროპელი მოკავშირეების მხარდამხარ მოძრაობს და რუსეთს მკაცრ სანქციებს უწესებს, რათა კრემლის მიერ უკრაინაში გადადგმულ ნაბიჯებს საფასური მოჰყვეს და სამომავლო აგრესია შეკავებულ იქნას. დოკუმენტში, რომელშიც ასახულია ობამას პრეზიდენტობის დარჩენილ პერიოდში გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები,საუბარია ასევე სხვა საფრთხეებზე, მათ შორის ატომური იარაღის გავრცელებაზე, ისლამისტურ ტერორიზმზე და „დესტრუქციულ“ კიბერშეტევებზე.

XS
SM
MD
LG