Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ცოცხლად დაწვა ერაყელები


რადიო თავისუფლების ერაყული სამსახურის ცნობით, ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა ერაყის დასავლეთში მდებარე ანბარის პროვინციაში ცოცხლად დაწვეს სულ მცირე სამი ადამიანი. მსხვერპლნი, რომლებიც ბაღდადიდან დაახლოებით 200 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ჰიტში ცხოვრობდნენ, ექსტრემისტებმა დაადანაშაულეს ერაყის უსაფრთხოების ძალებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში ექსტრემისტების გადაადგილების შესახებ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ექსტრემისტული ჯგუფის ბრალდებით, მსხვერპლნი მოქალაქეებს მოუწოდებდნენ იმ ჯგუფებში გაერთიანებისკენ, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან. ანბარის პროვინციის ოფიციალური პირების ინფორმაციით, მსხვერპლთაგან ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელია.როგორც იუწყებიან, ექსტრემისტებმა ადგილობრივი ხალხი აიძულეს მისულიყვნენ სიკვდილით დასჯის ადგილას და ეყურებინათ ცოცხლად დაწვის სცენისთვის. ეს პირველი ცნობილი შემთხვევაა, რომ ექსტრემისტული ჯგუფი სამოქალაქო პირებს წვავს ცოცხლად შურისძიების მიზნით. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც თითქოს ასახულია ჯგუფის მიერ მძევლად აყვანილი იორდანიელი პილოტის, მუათ ალ-კასაესბეს ცოცხლად დაწვის აქტი.

XS
SM
MD
LG