Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია


ელენე ბოჭორიშვილი
ელენე ბოჭორიშვილი

ფეხით დაბმული ფრინველი - ასეთ მეტაფორას იყენებს ჟურნალისტზე, ჟურნალისტობაზე საუბრისას ელენე ბოჭორიშვილი, თავადაც ყოფილი ჟურნალისტი. იმ დროს, როცა სპორტულ გაზეთებში, „ლელოსა“ და „სოვეტსკი სპორტში“ მუშაობდა, სიამოვნებით იხსენებს - თუმცა ჟურნალისტიკაში დაბრუნება აღარ უნდა. ის რა ხანია, მწერლობას ანიჭებს უპირატესობას, ურჩევნია თავისუფალი იყოს სიუჟეტის, გმირების შერჩევისას. ელენე ბოჭორიშვილი, რომელიც კანადაში ცხოვრობს და რუსულად წერს, წარმატებული მწერალია. მის წიგნებს სხვადასხვა ენაზე თარგმნიან, სხვადასხვა ქვეყანაში გამოსცემენ - იტალიაში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, რუმინეთში, რუსეთში, საქართველოში, კანადაში. გასული კვირის ბოლოს ელენე ბოჭორიშვილმა თავისი ახალი, რიგით მერვე წიგნი წარმოადგინა პარიზში, რუსული წიგნისა და რუსულენოვანი ლიტერატურის დღეებზე. და ძალიან გამაოცა ერთმა რამემ, რაც მან მკითხველებთან შეხვედრის დროს თქვა: წერა არ მიყვარს. უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც ჩემს საქმედ მიმაჩნია. ფული ხომ უნდა ვიშოვოო?

ელენე ბოჭორიშვილთან საუბარი დავიწყე შეკითხვით: მართლაც დავიჯეროთ მისმა მკითხველებმა, რომ აგერ, წლებია აკეთებს იმას, რაც არ უყვარს?

როცა თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია
please wait

No media source currently available

0:00 0:23:34 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG