Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფო“: იორდანიის საჰაერო შეტევას ემსხვერპლა ამერიკელი მძევალი


განცხადება, რომელიც, როგორც იუწყებიან, „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა, ამბობს, რომ სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ რაყაზე იორდანიის მიერ მიტანილ საჰაერო იერიშს ემსხვერპლა ამერიკელი მძევალი ქალი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ არ შეუძლია ამ ინფორმაციის დადასტურება. განცხადება გამოქვეყნდა ვებსაიტზე, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ ხშირად იყენებს. იორდანია აცხადებს, რომ მან საჰაერო იერიში განახორციელა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე, თუმცა ამ იერიშის შედეგად ამერიკელი მძევლის დაღუპვის ცნობას უწოდებს „პიარ სვლას“. განცხადების თანახმად, დაღუპულის სახელია კაილა ჯინ მიულერი და ის ემსხვერპლა პარასკევის ლოცვის დროს განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას, რომელიც ერთ საათზე დიდხანს გრძელდებოდა. მიულერი ჰუმანიტარული მუშაკია. მისი სახელი ამ დრომდე ღიად გამოცხადებული არ იყო, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.

XS
SM
MD
LG