Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 34 ადამიანი დაიღუპა


როგორც იტყობინებიან, ბაღდადში აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 34 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებები მოხდა ერაყის დედაქალაქში ხანგრძლივი კომენდანტის საათის შეწყვეტამდე ცოტა ხნით ადრე. ასოშიეიტედ პრესის ცნობით, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად შაბათს სულ ცოტა 22 ადამიანი დაიღუპა და 45 დაიჭრა. რეიტერის ცნობით, ხელისუფლება იტყობინება, რომ აფეთქება მოხდა შარყის ბაზრის რაიონშიც. მესამე აფეთქება მოხდა ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ოფიციალური მონაცემებით, სამივე აფეთქების შედეგად დაღუპული ხალხის საერთო რაოდენობა სულ ცოტა 34-ა და 75-მდე დაიჭრა.

XS
SM
MD
LG