Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი პუტინთან მოლაპარაკებების წარმატებაში დარწმუნებული არ არის


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც პარასკევს მოსკოვში იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების წარმატებაში დარწმუნებული არ არის. ამის შესახებ მერკელმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "თუმცა, ჩემი აზრით და საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, მცდელობა ღირს. ეს ჩვენი მოვალეობაა უკრაინის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების წინაშე", - განაცხადა მერკელმა. გერმანიის კანცლერმა ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია და კონფლიქტის დასრულებისთვის საჭიროა მინსკის შეთანხმების პირობების განხორციელება. მისი თქმით, მას სურს, რომ ევროპის უსაფრთხოება რუსეთთან ერთად იყოს უზრუნველყოფილი და არა რუსეთის საწინააღმდეგოდ.

XS
SM
MD
LG