Accessibility links

logo-print

ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმირ პუტინი არჩევანის წინაშეა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არის არჩევანის წინაშე - ესაა ან უკრაინიდან გასვლა, ან საერთაშორისო იზოლაციის გაგრძელება და შიდაეკონომიკური პრობლემები. მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთი არ შეცვლის თავის კურსს უკრაინის საქმეებში ჩარევის თვალსაზრისით, საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს მოსკოვისთვის საერთაშორისო ნორმების დარღვევის სანაცვლო საფასურის დაწესებას. ბაიდენის თქმით, რუსეთი პატივს არ სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და ერევა აღმოსავლეთ უკრაინის საქმეებში, სადაც სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის კონფლიქტს 5350-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა გასული წლის აპრილის შემდეგ. უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა ლიდერები და გაწვრთნილი მებრძოლები პირდაპირ ბატონ პუტინს ემორჩილებიანო, დასძინა ბაიდენმა. დამსწრეთა წინაშე გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს გავლენის სფეროები, და რომ ყოველ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, თავად აირჩიოს მოკავშირეები. ბაიდენის თქმით, აშშ-ს სურს ევროპა იყოს ერთიანი და თავისუფალი.

XS
SM
MD
LG