Accessibility links

პუტინის თქმით, რუსეთი არასოდეს იქნება კმაყოფილი ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგით


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ის წინ აღუდგება აშშ-ის მცდელობას, შეინარჩუნოს მსოფლიოს დომინირება ერთი ქვეყნის მიერ. შაბათს სოჭში, პროფკავშირების ყრილობაზე გამოსვლისას პუტინმა თქვა: „მადლობა ღმერთს, არ არის ომი. მაგრამ სავსებით ნათელია, რომ სახეზეა მცდელობა, სხვადასხვა გზით შეფერხდეს ჩვენი განვითარება“. იგულისხმა რა აშშ, პუტინმა თქვა, რომ მსოფლიო წესრიგში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა, დომინირებს ერთი ლიდერი, რომელსაც სურს, ასეთი დარჩეს. რუსეთი არასოდეს იქნება კმაყოფილი ასეთი მსოფლიო წესრიგითო, თქვა პუტინმა.

XS
SM
MD
LG