Accessibility links

ჯავად ზარიფი: არ არის საჭირო თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების მისაღწევი ვადის გახანგრძლივება


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა თქვა, რომ არ არის საჭირო თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების მისაღწევი ვადის გახანგრძლივება. 8 თებერვალს მიუნხენში, უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას ჯავად ზარიფმა თქვა, რომ ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივება არავის ინტერესებს არ შეესაბამება. მან ასევე თქვა, რომ 2014 წლის ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვადა 30 ივნისამდე გახანგრძლივებულიყო, არ იყო „აუცილებელი ან სასარგებლო“. აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი 12 წლის განმავლობაში ცდილობენ ირანთან შეთანხმებას მისის ბირთვული პროგრამის თაობაზე, რომელსაც თეირანი, დასავლეთის აზრით, ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებს.

XS
SM
MD
LG