Accessibility links

logo-print

ანგელა მერკელი და ბარაკ ობამა უკრაინის კრიზისზე იმსჯელებენ


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონშია და 9 თებერვალს შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის კრიზისზე იმსჯელებენ. 8 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ 11 თებერვალს მინსკში შედგება სამიტი უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად. მოელიან, რომ ვაშინგტონში ვიზიტს მერკელი გამოიყენებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოხატოს გერმანიის უარყოფითი პოზიცია აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე. მერკელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა - „მჯერა, რომ ეს კონფლიქტი სამხედრო გზით არ გადაწყდება“-ო. ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ, ანგელა მერკელი ორშაბათსვე გაემგზავრება კანადის დედაქალაქში და იქ კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერთან გამართავს მოლაპარაკებებს.

XS
SM
MD
LG