Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის მთავრობას აღარ სურს დახმარების მიღება


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას აღარ სურს დახმარების მიღების გაგრძელება და რომ საბერძნეთმა გერმანიისგან უნდა მოითხოვოს მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანის გამო კომპენსაცია. გერმანია საბერძნეთისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი 8 თებერვალს პარლამენტში გამოვიდა სიტყვით. მან გამორიცხა დახმარების მიღების გაგრძელება 28 თებერვლის შემდეგ. თუმცა, ციპრასმა აღნიშნა, რომ სჯერა ევროპელ პარტნიორებთან შესაძლებელი იქნება ე.წ. „ხიდი“ - შუალედური შეთანხმების მიღწევა მომავალი 15 დღის განმავლობაში დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. „ხიდის“ პროგრამა საბერძნეთს მოაგებინებს დროს ივნისამდე, რომ შეათანხმოს 240 მილიარდი ევროს ვალის გადახდა. ციპრასმა განაცხადა, რომ საბერძნეთის მთავრობა შეასრულებს ყველა წინასაარჩევნო დაპირებას „სესხით მიყენებული ღრმა ჭრილობების მოსაშუშებლად, ჰუმანიტარული კრიზისის გადასალახავად“. დაპირებებს შორის იყო უფასო საკვებითა და ელექტროენერგიით იმ მოქალაქეთა უზრუნველყოფა, ვისზეც ყველაზე მეტად იმოქმედა ეკონომიკურმა კრიზისმა და 2016 წლისთვის მინიმალური ხელფასის 751 ევრომდე გაზრდა. ციპრასმა განაცხადა, რომ საბერძნეთს აქვს „მორალური ვალდებულება“ გერმანიისგან მოითხოვოს კომპენსაცია,მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამო.

XS
SM
MD
LG