Accessibility links

logo-print

ირანის უზენაესი ლიდერი მხარს უჭერს „კარგ“ შეთანხმებას ბირთვულ სფეროში


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ისეთი გარიგებას, რომელიც მისი თქმით, ბირთვულ სფეროში მსოფლიოს სახელმწიფოებთან იქნება „კარგი“ კომპრომისი, როცა ვერც ერთი მხარე ვერ მიიღებს ყველაფერს, რაც სურდა. ხამენეის განცხადებით, რომელიც ისნას სააგენტომ გაავრცელა 8 თებერვალს, ის ყოველგვარ შეთანხმებას მიემხრობოდა, მაგრამ მისი თქმით, ცუდი შეთანხმების მომხრე არ არის. მან ცუდი შეთანხმება დაახასიათა როგორც ისეთი, რომელიც ირანის სახელმწიფო ინტერესების საპირისპიროა. ხამენეის განცხადება მოჰყვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის ნათქვამს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომ არ არის საჭიროება თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმების მიღწევის ვადის გადადება. აშშ, ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი 12 წლის განმავლობაში ჩიხში არიან ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. დასავლეთში ვარაუდობენ, რომ თეირანი ბირთული იარაღის შექმნას ესწრაფვის.

XS
SM
MD
LG