Accessibility links

logo-print

ანგელა მერკელი ბარაკ ობამასთან ვაშინგტონში უკრაინის გარშემო მოილაპარაკებს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონშია და 9 თებერვალს შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის კრიზისზე იმსჯელებენ. 8 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ 11 თებერვალს მინსკში შედგება სამიტი უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად. მერკელის წარმომადგენელმა ამ გეგმის შესახებ გამოაცხადა მას მერე, რაც შედგა „ფართო“ სატელეფონო საუბარი მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდსა და უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორს. მოელიან, რომ ვაშინგტონში ვიზიტს მერკელი გამოიყენებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოხატოს გერმანიის უარყოფითი პოზიცია აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე. ვიზიტი იმართება მას მერე, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა 7 თებერვალს დაადანაშაულა რუსეთი, უკრაინაში ჯარის გაგზავნასა და იმაში, რომ უკრაინის სამოქალაქო ომში პირდაპირ სამხედრო როლს თამაშობს. ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ, ანგელა მერკელი ორშაბათსვე გაემგზავრება კანადის დედაქალაქში და იქ კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერთან გამართავს მოლაპარაკებებს.

XS
SM
MD
LG