Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება უნგრეთში


უნგრეთში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრების ირაკლი ღარიბაშვილის და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა საქართველოსა და უნგრეთის სამთავრობო დელეგაციების გაფართოებული მოლაპარაკებით გაგრძელდება. ბუდაპეშტში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერსაც და სიტყვით გამოვა ორი ქვეყნის ბიზნესფორუმზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრო ხელს მოაწერენ თანამშრომლობის ოქმს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები - თამარ ბერუჩაშვილი, კახა კალაძე დაოთარ დანელია.

XS
SM
MD
LG