Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერი ბრიუსელში სერბიის და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებს ხვდება


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი 9 თებერვალს ბრიუსელში მოლაპარაკებას მართავს სერბიის და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებთან, რათა ბელგრადსა და პრიშტინას შორის ურთიერთობის ნორმალიზება გაგრძელდეს. ბრიუსელის შეხვედრა პირველი ასეთი ხასიათის მოლაპარაკება იქნება ორივე ლიდერისთვის, სერბიის პრემიერის, ალექსანდერ ვუჩიჩის და კოსოვოს პრემიერის, ისა მუსტაფასთვისმას მერე, რაც თანამდებობა დაიკავეს. ურთიერთობათა ნორმალიზება წინაპირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ორივე ქვეყნისთვის. კოსოვოს ცალმხრივად გამოაცხადა სერბიისგან გამოყოფა 2008 წელს. სერბია თავისი ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას არ ცნობს. თუმცა, 2013 წელს ორმა ქვეყანამ 15 პუნქტიან შეთანხმებას მიაღწიეს. ბრიუსელის შეთანხმების სახელით ცნობილმ აამ დოკუმენტმა ევროკავშირს გზა გაუხსნა, შეიმუშაოს კოსოვოსთან სტაბილიზაციის და ასოცირების შეთანხმება და დაიწყოს მოლაპარაკება სერბიასთან ევროკავშირში მისი გაწევრიანების შესახებ.

XS
SM
MD
LG