Accessibility links

logo-print

შტაინმაიერი მინსკის სამიტის გამო ეჭვს გამოთქვამს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ეჭვი გამოთქვა უკრაინის კრიზისის გამო მინსკში დათქმული სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობის მიმართ. ეს შეხვედრა, ადრე გავრცელებული ცნობით, 11 თებერვლისთვისაა დაგეგმილი. ბრიუსელში შტაინმაიერმა თქვა, რომ არ არის ცხადი, შედგება თუ არა ეს მოლაპარაკება, რადგან ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი არაერთი „ღია საკითხის“განსახილველად, სანამ რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების ერთმანეთს შეხვდებოდნენ. ამ დროს უკრაინის კონფლიქტში მათი როლის გამო რუსების და პრორუსული სეპარატისტების მიმართ ახალი სანქციების შესახებ კენჭისყრის წინ ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არ ემხრობიან უკრაინის სამთავრობო ჯარისთვის იარაღის მიწოდებას. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონშია და 9 თებერვალს შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. მოელიან, რომ ვაშინგტონში ვიზიტს მერკელი გამოიყენებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოხატოს გერმანიის უარყოფითი პოზიცია აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე.

XS
SM
MD
LG