Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ლიდერებმა საბერძნეთს მოუწოდეს, მოთოკოს ამბიციები


ევროპის ლიდერებმა მოუწოდეს საბერძნეთის მთავრობას, მოთოკოს თავისი ამბიციები, რათა შესუსტდეს ამ ქვეყანაზე საფინანსო ზეწოლა.საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა 8 თებერვალს განაცხადა, რომ მის ქვეყანას აღარ სურს ევროზონისგან დახმარების მიღების გაგრძელება. მან გამორიცხა დახმარების მიღების გაგრძელება 28 თებერვლის შემდეგ. თუმცა, ციპრასმა აღნიშნა, რომ სჯერა ევროპელ პარტნიორებთან შესაძლებელი იქნება ე.წ. „ხიდი“ - შუალედური შეთანხმების მიღწევა მომავალი 15 დღის განმავლობაში დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა გერმანიაში, ნაუენში პრესკონფერენციაზე განაცხადა: „საბერძნეთს არ უნდა ეგონოს,რომ მთელ ევროპაში ისე შეიცვალა განწყობა, რომ მთელი ევროზონა საბერძნეთის პრემიერის, ციპრასის გეგმას მიიღებს, ან შეუძლია მიიღოს.ამის შესახებ ვიმსჯელებთ მომავალ ოთხშაბათს. მოველი, რომ ევროპის კავშირის შეხვედრაზე, ხუთშაბათს, ასევე გვექნება შესაძლებლობა ბატონ ციპრასს ვესაუბროთ ამ თემაზე“. იუნკერმა თქვა, რომ ის არ მოელის საბერძნეთთან შეთანხმებას ევროკავშირის სამიტზე, 12 თებერვალს და არც ფინანსთა მინისტრების თავყრილობაზე, 11 თებერვალს. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ვოლფგანგ შოიბლემ თქვა, რომ თუ მათ სურთ დავეხმაროთ, საჭიროა ჰქონდეთ კრედიტორებთან შეთანხმებული პროგრამა და არა სასწრაფო დახმარებაო.

XS
SM
MD
LG