Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტრები უკრაინის კონფლიქტის გამო მეტ სანქციებზე შეთანხმდნენ


ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინის კონფლიქტის გამო სანქციების სიის გაფართოებაზე, მაგრამ ზომების გატარებას ჯერ არ აპირებენ და დაელოდებიან, რას მოიტანს უკრაინის თაობაზე ოთხი ქვეყნის სამიტი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა თქვა, რომ სანქციების პრინციპს შევინარჩუნებთ, მაგრამ მათი გატარება ქვეყანაში ვითარებაზე იქნება დამოკიდებულიო. მისი თქმით, ევროკავშირი, კიდევ ერთხელ განიხილავს ვითარებას 16 თებერვალს. უფრო ადრე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ეჭვი გამოთქვა უკრაინის კრიზისის გამო მინსკში დათქმული სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობის მიმართ. ეს შეხვედრა, ადრე გავრცელებული ცნობით, 11 თებერვლისთვისაა დაგეგმილი. ბრიუსელში შტაინმაიერმა თქვა, რომ არ არის ცხადი, შედგება თუ არა ეს მოლაპარაკება, რადგან ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი არაერთი „ღია საკითხის“განსახილველად, სანამ რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების ერთმანეთს შეხვდებოდნენო.

XS
SM
MD
LG