Accessibility links

logo-print

ერაყში ირანის რევოლუციური გვარდიის კიდევ ერთი მეთაური მოკლეს


ერაყში მოკლეს ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური. თასნიმის სააგენტოს ცნობით, რეზა ჰოსეინი მოღადამი სამარაში იმყოფებოდა ექსტრემისტული გაერთიანება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად და მოკლეს 7 თებერვალს. მოღადამი, ცნობით, მოკლეს სამარაში, ალ-ასქარის სალოცავის მახლობლად. მკაცრი ხაზის მომხრეთა საინფორმაციო საინტერნეტო გამოცემების თანახმად, მოღადამი, რომელიც ერაყ-ირანის ომის ვეტერანია, სნაიპერის ტყვიამ მოკლა და ის ნაჯაფში დაასაფლავეს. მოღადამი რევოლუციური გვარდიის მაღალი რანგის მეორე მეთაურია, რომელიც ერაყში მოკლეს ბოლო ორ თვეში. თეირანმა აღიარა, რომ ის ინსტრუქტორებს აგზავნის ერაყში და სირიაში ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად. ირანი არ არის წევრი აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციისა, რომელიც ერაყში და სირიაში ისლამურ სახელმწიფოს ობიექტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს. თეირანმა და ვაშინგტონმა უარი თქვეს ამ სფეროში თანამშრომლობაზე. ცნობით, თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკების კულუარებში ამ საკითხზე საუბარები იმართება.

XS
SM
MD
LG