Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვია. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანსა და უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერ, ლასლო კოვერის შეხვდება. ბუდაპეშტში ჩასვლამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია იმყოფებიან. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმში.

XS
SM
MD
LG