Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: აშკარაა, რომ რუსეთი არღვევს შეთანხმებას აღმოსავლეთ უკრაინაში


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი აშკარად არღვევს უკრაინის თაობაზე აქამდე ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს. ობამას თქმით, იმის ნაცვლად, რომ მანამდე არსებული მძიმე ტექნიკა გაეყვანა, რუსეთმა უფრო მეტი ტანკი და არტილერია შეიყვანა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები უკრაინის სამთავრობო ჯარებს ებრძვიან. ანგელა მერკლის თქმით, რუსეთმა ორჯერ დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. პირველ შემთხვევაში, ყირიმის ანექსიის დროს და მეორედ დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტების მხარდაჭერით. რუსეთის აგრესიამ, ობამას თქმით, კიდევ უფრო გააძლიერა საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა.

XS
SM
MD
LG