Accessibility links

logo-print

ცხინვალში გარდაცვლილი იპოვეს ლეონიდ თიბილოვის სიძე


გასულ ღამით ცხინვალში გარდაცვლილი იპოვეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სიძე ვადიმ ვალიევი. „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ცხინვალიდან იუწყება, რომ წინასწარი ვერსიით, ვალიევმა თავი მოიკლა. 41 წლის ვადიმ ვალიევი დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა. მისი მეუღლე მარინა თიბილოვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილეა.

XS
SM
MD
LG