Accessibility links

logo-print

დამოუკიდებელი ექსპერტი: ვაზაგაშვილის საქმეზე წარმოდგენილი იქნება სხვა მტკიცებულებებიც


იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა გრძელდება და რამდენიმე ხანში წარმოდგენილი იქნება სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც არსებულ ვერსიას გაამყარებენ - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა. ის იური ვაზაგაშვილის ოჯახის მოთხოვნით, მკვლელობის დღიდან მონაწილეობს ექსპერტიზის პროცესში. ზაზა ალთუნაშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდებულის ადვოკატის განცხადება, რომ ხელყუმბარის აფეთქების გამო კვალის აღმოჩენა შეუძლებელი იყო. დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით, იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული გენეტიკური მასალა აღმოჩენილი იყოხელყუმბარის ასამოქმედებლად საჭირო გამშვებ ბერკეტზე, რომელზეც ხელით შეხება გარდაუვალია. ზაზა ალთუნაშვილის განცხადებით, აღმოჩენილი მასალის ტესტი გაკეთდა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, რომელიცთანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უძლიერესი ლაბორატორიაა და მის დასკვნაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პროკურატურამ 8 თებერვალს დააკავა პოლიციელი გია სოსანაშვილი, რომელსაც 9 თებერვალს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

XS
SM
MD
LG