Accessibility links

logo-print

მოსკოვის სასამართლო განაჩენს გამოიტანს უკრაინელი პილოტის პატიმრობის გახანგრძლივებაზე


მოსკოვის სასამართლომ დღეს უნდა გამოაცხადოს გახანგრძლივდება თუ არა უკრაინელი სამხედრო პილოტის, პროტესტის ნიშნად მოშიმშილე ნადია სავჩენკოს წინასწარი პატიმრობა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მოითხოვს, რომ სავჩენკოს პატიმრობა 13 მაისამდე გაუგრძელდეს. სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში, ივნისში დააკავეს პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა და ივლისში რუსეთს გადასცეს. რუსეთის პროკურორები მას ბრალს სდებენ ორი რუსი ჟურნალისტის სიკვდილთან კავშირში. ჟურნალისტები აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გაშუქებისას დაიღუპნენ. სავჩენკომ შიმშილობა 13 დეკემბერს დაიწყო, ის რუსეთის ხელისუფლების მიერ მის დაკავებას აპროტესტებს. 29 იანვარს სავჩენკო გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, ექიმები აცხადებენ, რომ მან სწრაფად დაიკლო წონაში. 4 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჯენ საკიმ თქვა, სავჩენკოს სიცოცხლის მდგომარეობა კრიტიკულიაო. მან სავჩენკოს უწოდა „რუსეთის ხელისუფლების მძევალი“ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებსაც რუსეთმა ხელი მოაწერა მინსკში, სექტემბერში ხელშეკრულების გაფორმებით.

XS
SM
MD
LG