Accessibility links

logo-print

ერაყში დაიღუპა ირანის რევოლუციის გუშაგთა კიდევ ერთი წევრი


ირანის მედიის ცნობით, ერაყში მოკლეს ირანის რევოლუციის გუშაგთა რაზმის მაღალი რანგის წევრი.სააგენტო „ტასნიმი“, რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, კავშირი აქვს რევოლუციის გუშაგთა ძალებთან, იუწყება, რომ რეზა ჰოსეინი მოღადამი სამარაში იყო ჩასული „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან საბრძოლველად და ის 7 თებერვალს მოკლეს. კონსერვატორული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მოღადამი, რომელიც 1980-1988 წლების ირან-ერაყის ომის ვეტერანი იყო, „ისლამური სახელმწიფოს“ სნაიპერმა მოკლა და ის ნაჯაფში დაკრძალეს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომ ვრცელდება ცნობა ერაყში ირანის რევოლუციის გუშაგთა მაღალი რანგის წევრის სიკვდილის შესახებ. დეკემბერში გუშაგთა ძალებმა განაცხადა, რომ დაიღუპა ბრიგადის გენერალი ჰოსეინ თაღლავი, რომელიც ერაყის არმიას და მოხალისეებს რჩევებით ეხმარებოდა სამარაში. როგორც იუწყებიან, თაღლავიც სნაიპერმა იმსხვერპლა. თეირანს აღიარებული აქვს, რომ ერაყში მრჩევლებს გზავნის, რათა ერაყს დაეხმაროს ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG