Accessibility links

logo-print

ასადი: ერაყი და სხვა ქვეყნები სირიას ინფორმაციას აწვდიან საჰაერო დარტყმებზე


სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, ვაშინგტონთან სირია პირდაპირი ფორმით არ თანამშრომლობს იმ საჰაერო დარტყმებთან მიმართებით, რომლებსაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ ახორციელებს. თუმცა, ასადის თქმით, ერაყი და სხვა ქვეყნები ამ იერიშების თაობაზე დამასკს ინფორმაციას აწვდიან. BBC-ს მიერ 10 თებერვალს გადაცემულ ინტერვიუში ასადი ამბობს, რომ მიმდინარეობს არაპირდაპირი თანამშრომლობა ერაყთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც „შეტყობინებებს ავრცელებენ“, თუმცა ამას კავშირი არ აქვს ტაქტიკასთან.აშშ და ევროპისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები სირიაში სექტემბრის შემდეგ ახორციელებენ „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტების დაბომბვას. იმავე საჰაერო სივრცეში მოქმედებს სირიის თვითმფრინავები, რომლებიც ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ და სხვა ისლამისტი ექსტრემისტი დაჯგუფებების წინააღმდეგ იბრძვის. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები გასულ წელს დაეპატრონენ ფართო ტერიტორიებს სირიასა და ერაყში და გამოაცხადეს, რომ იქ „ხალიფატი“ დაარსდა. ასადი უარყოფს ბრალდებას, რომ სირიის მთავრობამ ოპოზიციის წინააღმდეგ ე.წ. კასრის ბომბები გამოიყენა - იმის მიუხედავად, რომ ასეთი ტიპის დაბომბვებს ფართოდ ადასტურებენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.

XS
SM
MD
LG