Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი პილოტი დაუმორჩილებლობას ავლენს თავის სასამართლოზე


უკრაინელმა სამხედრო პილოტმა, პროტესტის ნიშნად მოშიმშილე ნადია სავჩენკომ დაუმორჩილებლობა გამოხატა სასამართლო პროცესზე, რომელზეც შესაძლოა მას რუსეთის ციხეში წინასწარი პატიმრობა 13 მაისამდე გაუხანგრძლივდეს. მოსკოვის ერთ-ერთი სასამართლოს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს დააკმაყოფილოს თუ არა გამომძიებელთა თხოვნა პატიმრობის გახანგრძლივების თაობაზე. 10 თებერვალს შესრულდა მესამოცე დღე, რაც სავჩენკო პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მოსამართლის შეკითხვას, თავს როგორ გრძნობს, სავჩენკომ უპასუხა, „ვერ ეღირსებითო“ - რითიც იგულისხმა, რომ რუსეთის მთავრობას მისი სიკვდილის იმედი აქვს, მაგრამ ის მალე არ მოკვდება. სავჩენკო გაფითრებული იყო და სასამართლოს სარბაზში რკინის გისოსების მიღმა იყო მოთავსებული. დარბაზში შეიარაღებული მცველების და ძაღლის თანხლებით შეყვანისას მან დაიყვირა „დიდება უკრაინას.“ სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში, ივნისში დააკავეს პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა და ივლისში რუსეთს გადასცეს. რუსეთის პროკურორები მას ბრალს სდებენ ორი რუსი ჟურნალისტის სიკვდილთან კავშირის ქონაში. ჟურნალისტები აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გაშუქებისას დაიღუპნენ. რუსეთი უგულებელყოფს დასავლეთის მოწოდებებს მისი გათავისუფლებისკენ.

XS
SM
MD
LG