Accessibility links

აშშ-მა გლობალურ ტერორისტად გამოაცხადა გერმანელი რეპერი


აშშ-მა გლობალურ ტერორისტად გამოაცხადა ყოფილი გერმანელი რეპერი, რომელიც ახლა ექსტრემისტულ ჯგუფში, „ისლამურ სახელმწიფოში“ იბრძვის. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 39 წლის დენის კუსპერტი ექსტრემისტთა რიგებს 2012 წელს შეუერთდა და მას შემდეგ რამდენიმე პროპაგანდისტულ ვიდეოში გამოჩნდა, მათ შორის ნოემბერში გავრცელებულ ჩანაწერში, რომელშიც მას, როგორც ჩანს, ხელში უჭირავს მოჭრილი თავი და აცხადებს, რომ ის ეკუთვნოდა კაცს, რომელიც ისლამური სახელმწიფოსთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დასაჯეს სიკვდილით. ამ ნაბიჯით აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ კუსპერთან რაიმე საქმის დაჭერა და იყინება ნებისმიერი აქტივები, რომლებიც მას აშშ-ში შეიძლება ქონდეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კუსპერტი, რომელიც ახლა საკუთარ თავს აბუ თალა ალ-ალმანის უწოდებს, გერმანულენოვანი პირების გადაბირებაზე მუშაობს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. ის გერმანიაში ტერორიზმის ბრალდებით ძებნილია.

XS
SM
MD
LG