Accessibility links

ორბანი: რიგის სამიტზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას დავუჭერთ მხარს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში გაფართოებული შეხვედრის ფორმატში შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები და უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლები. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ რიგაში მაისში დაგეგმილ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე უნგრეთი გამოვა მოწოდებით, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას. მანამდე, პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობის ძირითადი საკითხები. საქართველოს დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

XS
SM
MD
LG