Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: კრამატორსკს რეაქტიული რაკეტები ესროლეს


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საკმაოდ მაღალია მსხვერპლის რაოდენობა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კრამატორსკში სამხედრო შტაბ-ბინას და საცხოვრებელ უბანს ესროლეს რეაქტიული რაკეტები. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, დაიჭრა 15. პოროშენკომ 10 თებერვალს პარლამენტს განუცხადა, თავდასხმის სამიზნეები იყო „ანტიტერორისტული ოპერაციის“ შტაბ-ბინა და რამდენიმე სახლიო. კიევი „ანტიტერორისტულ ოპერაციას“ უწოდებს პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებთან მიმდინარე ბრძოლას ქვეყნის აღმოსავლეთში. კიევის მიერ კონტროლირებული დონეცკის რეგიონული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რაკეტები ისროლეს სეპარატისტების მიერ დაკავებული, გორლივკის არეალიდან - რომელიც კრამატორსკიდან დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სეპარატისტების წარმომადგენელი, ედუარდ ბასურინი აცხადებს, რომ მეამბოხეებს კრამატორსკზე იერიში არ მიუტანიათ და დასძენს, რომ ის მათი საბრძოლო რადიუსის გარეთ მდებარეობს. თავდასხმა დაგმო უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ჯეფ პაიეტმა. მან ტვიტერით გაავრცელა შეტყობინება „ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან კრამატორსკის დასახლებული არეალებისთვის ცეცხლის გახსნასო.“

XS
SM
MD
LG