Accessibility links

logo-print

გადადგა თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილე


თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ცნობას, რომ თანამდებობიდან გადადგა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ვალერი ზუმბაძე. როგორც იუწყებიან, ზუმბაძე გადადგომის მიზეზად ასახელებს მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს. ის ბრალდებებს უსაფუძვლოს და ცილისწამებას უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს, რათა არ შეილახოს სამინისტროს იმიჯი. აქამდე სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდებოდა ბრალდებები, რომ წინა ხელისუფლების დროს ზუმბაძე მუშაობდა ე.წ. „ენვერის“, ფოტორეპორტიორების და ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეებზე.

XS
SM
MD
LG