Accessibility links

logo-print

სერბიამ და კოსოვომ ბრიუსელში მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლოს თაობაზე


სერბიამ და კოსოვომ მიაღწიეს შეთანხმებას ჩრდილოეთის რეგიონ მიტროვიცაში ეთნიკურად ჭრელი სასამართლოს დაარსების თაობაზე. შეთანხმება ბრიუსელში შედგა, ევროკავშირის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებაზე. შეთანხმების შესახებ 10 თებერვალს გამოაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ. შეთანხმების მიღწევას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ისა მუსტაფისა და სერბიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდარ ვუჩიჩს შორის. სასამართლო მთელ მიტროვიცას მოემსახურება - რეგიონს, სადაც ცხოვრობს კოსოვოს ეთნიკურად სერბი, მცირერიცხოვანი მოსახლეობის უმრავლესობა. მის შემადგენლობაში იქნება 18 პროკურორი, რომელთა რიგებში თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი ეთნიკური ალბანელები და ეთნიკური სერბები, მოსამართლეებს შორის 14 იქნება ალბანელი, 11 - სერბი. ჯერჯერობით გაურკვეველია მოსამართლეები და პროკურორები მხოლოდ თავიანთი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა საქმეებზე თუ იმუშავებენ. ამ შეთანხმებით გადაიჭრა საკითხი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა უთანხმოებას სერბიასა და ძირითადად ალბანელებით დასახლებულ კოსოვოს შორის, რომელმაც ბელგრადისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბია არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

XS
SM
MD
LG