Accessibility links

logo-print

მინსკში იკრიბებიან უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის წევრები


უკრაინის საკონტაქტო ჯგუფად წოდებული ქვეყნების, უკრაინის და რუსეთის და მათთან ერთად ეუთოს, ასევე პრორუსული სეპარატისტების წარმომადგენლები ჩადიან მინსკში, სადაც 11 თებერვალს გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებთან ერთად რუსეთის და უკრაინის ხელმძღვანელები გამართავენ მოლაპარაკებას. სამიტის წინა შეხვედრაზე შეიკრიბნენ რუსეთის ელჩი უკრაინაში, მიხაილ ზურაბოვი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა, ეუთოს საგანგებო წარმომადგენელი, ჰაიდი ტალიავინი, ასევე სეპარატისტთა წარმომადგენლები, დონეცკიდან დენის პუშილინი და ლუგანსკელი, ვლადისლავ დეინეგო. საკონტაქტო ჯგუფი წარმოადგენს მექანიზმს, რომლის გზითაც ერთმანეთს ხვდებიან მხარეები, რომლებმაც მიაღწიეს ბელორუსიის დედაქალაქში საზავო შეთანხმებას 5 სექტემბერს. ამ შეთანხმებით ვერ მოხერხდა უკრაინაში ძალადობისთვის ბოლოს მოღება,ზავი სისტემატურად ირღვევა.

XS
SM
MD
LG