Accessibility links

logo-print

ავსტრალიის პოლიციამ დააკავა ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილები


ავსტრალიის პოლიციამ განაცხადა, რომ სიდნეიში აღკვეთა ტერორისტული თავდასხმის „მყისიერი“ საფრთხე. სიდნეის გარეუბან ფეარფილდში რეიდის შედეგად დააკავეს ორი კაცი. ამოღებულია სანადირო დანა, ვიდეო-ჩანაწერი და „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა. დაკავებულებს ბრალად ედებათ ტერორისტული აქტის მზადება-დაგეგმვა. პოლიციის წარმომადგენელმა ქეთრინ ბერნმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ დაგეგმილი თავდასხმა შეესატყვისებოდა „ისლამური სახელმწიფოდან მომდინარე გზავნილებს“. ბერნის თანახმად, დაკავებულები - 24 და 25 წლის კაცები 11 თებერვალს გეგმავდნენ თავდასხმას. შეკითხვაზე - ხომ არ იყო დაგეგმილი თავდასხმა თავის მოკვეთა - ქეთრინ ბერნმა განაცხადა, რომ პოლიციამ ჯერ ვერ დააზუსტა მოსალოდნელი თავდასხმის ხასიათი, თუმცა, საფრთხე იყო მყისიერი და სავარაუდო თავდამსხმელები დანის გამოყენებას აპირებდნენ.

XS
SM
MD
LG