Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ჟვანიას საქმეში არავითარი ახალი გარემოებები არ არსებობს


საქართველოს პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების დეტალებს არანაირი შემხებლობა არა აქვს მისი გარდაცვალების მიზეზთან. ჯაფარიძის შეფასებით, ჟვანიას საქმეში არავითარი ახალი გარემოებები არ არსებობს, ხოლო ის, რაც მანამდე არსებობდა, ფართო საზოგადოებისგან დაფარული იყო. "ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეს საქმე და გაათავისუფლოს უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც უაზროდ ჰყავთ დაკავებული“, - განაცხადა დღეს ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა უბედური შემთხვევის გამო და საქმეში არსებობს ამის ყველა მტკიცებულება, მათ შორის აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დასკვნა.

XS
SM
MD
LG