Accessibility links

logo-print

პარლამენტის თავმჯდომარე აუცილებლად მიიჩნევს ჟვანიას საქმეზე სპეკულაციების დასრულებას


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აუცილებლად მიიჩნევს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამო სპეკულაციების დასრულებას. ამ თემაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრებების საპასუხოდ დავით უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასურველია პროცესი მართლმსაჯულების ჩარჩოებში დარჩეს და ნაკლებად ხდებოდეს სხვაგან მისი გარჩევა. „არსებობს რთული საქმეები, რომელთა გამოძიებას სჭირდება წლები, მაგრამ ვისურვებდი, რომ თუ რაიმეს გარკვევას დრო სჭირდება, ამ დროის განმავლობაში იყოს რაც შეიძლება ნაკლები სპეკულაცია და ნაკლები დებატები, რომლებიც ჩრდილს აყენებენ ბევრ ადამიანს და რთულად გადასატანია გარდაცვლილის, მოკლულის, თუ დაზარალებულის ახლობლებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

XS
SM
MD
LG