Accessibility links

logo-print

საბერძნეთის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ალექსის ციპრასის მთავრობას


საბერძნეთის ახალმა, ულტრამემაცრხენე მთავრობამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ხელმძღვანელობს, მხარდაჭერა მოიპოვა მის მიმართ პარლამენტში უნდობლობის საკითხზე გამართული კენჭისყრისას. ციპრასის მთავრობას ნდობა გამოუცხადა 162-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 137. ციპრასმა 25 იანვრის არჩევნებში გაიმარჯვა პროგრამით, რომ რადიკალურად შეცვლის მომჭირნეობის კურსს ფინანსური პრობლემებით მოცულ ქვეყანაში. დღევანდელ კენჭისყრამდე ციპრასმა კანონმდებლებს უთხრა, რომ საბარძნეთისათვის აღარ არსებობს "უკან დასაბრუნებელი გზა", მან უნდა შეცვალოს კრედიტების აღებისას განსაზღვრული პირობები. კენჭისყრა წინ უსწრებს ბრიუსელში ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრას,რომელზეც უნდა განიხილონ ათენის ძალისხმევა, თავიდან გამართოს მოლაპარაკება მრავალმილიარდიან საერთაშორისო დახმარებასთან დაკავშირებულ პირობებზე. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები აქამდე უარყოფდნენ ციპრასის მოთხოვნას, ხელახლა განისაზღვროს 240 მილიარდი ევროს კრედიტების გასტუმრების პირობები, რომლებსაც ათენი მეტისმეტად მკაცრად მიიჩნევს. იუწყებიან ასევე, რომ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოტზიასი 11 თებერვალს მოსკოვში ვიზიტს მართავს რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის მიწვევით.

XS
SM
MD
LG