Accessibility links

logo-print

საფრანგეთი შესაძლებლად მიიჩნევს უკრაინის კონფლიქტზე მინსკში სამიტის ჩატარებას


საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ლორან ფაბიუსი შესაძლებლად მიიჩნევს უკრაინაში კონფლიქტის საკითხზე მინსკში დღეს სამიტის გამართვას, სადავო საკითხების მიუხედავად. მაშინ, როცა შეტაკებები გრძელდება და უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ 19 ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი მეამბოხეების თავდასხმის შედეგად, ფაბიუსმა განაცხადა, რომ მინსკში დაგეგმილი შეხვედრა „მართლაც ბოლო შანსია მოლაპარაკებებისათვის“. შეხვედრა, რომელშიც, გეგმით, მონაწილეობა უნდა მიიღონ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, მიეკუთვნება დიპლომატიურ ძალისხმევას კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად. შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული აღმოსავლეთ უკრაინაში 5350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ფაბიუსმა საფრანგეთის რადიოსთან საუბრისას თქვა, რომ „სავსებით შესაძლებელია“ სამიტი ჩატარდეს. მანამდე პუტინმა გამოაცხადა, რომ შეხვედრამდე საჭიროა რამდენიმე საკითხის გარკვევა.

XS
SM
MD
LG