Accessibility links

logo-print

იემენში დაიხურა აშშ-ისა და ბრიტანეთის საელჩოები


იემენში დაიხურა აშშ-ისა და ბრიტანეთის საელჩოები, უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესების გამო. ბრიტანეთმა 11 თებერვალს გამოაცხადა იემენის დედაქალაქ სანაში თავისი საელჩოს დახურვაზე - სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იემენიდან გაჰყავს თავისი საელჩოს თანამშრომლები. მოგვიანებით საფრანგეთის საელჩომაც განაცხადა, რომ 13 თებერვალს ხურავს საელჩოს და თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ იემენის ტერიტორია. გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც იემენში ძალაუფლება ხელთ იგდეს შიიტმა მეამბოხეებმა - ჰუტების ჯგუფის წარმომადგენლებმა. ჰუტებმა გასულ თვეში დაიპყრეს იემენის პრეზიდენტის სასახლე, რის შემდეგაც პრეზიდენტი აბდ-რაბუ მანსურ ჰადი და მისი მთავრობა გადადგნენ. 6 თებერვალს მეამბოხეებმა პარლამენტი დაითხოვეს, შექმნეს დროებითი ასამბლეა და მთავრობა.

XS
SM
MD
LG