Accessibility links

logo-print

ობამა კონგრესს გააცნობს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გეგმას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესს გააცნობს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამი წლის განმავლობაში სახმელეთო ჯარების შეზღუდულ გამოყენებას. კანონმდებლების ინფორმაციით, ობამას წინადადება, რომელსაც ის სავარაუდოდ 11 თებერვალს წარმოადგენს, ითვალისწინებს აშშ-ის სპეცდანიშნულების შენაერთების და მრჩევლების მოქმედებას თავდაცვითი მიზნებით და კრძალავს სახმელეთო ჯარების ხანგრძლივ თავდასხმით ოპერაციებს. შეერთებული შტატები სათავეში უდგას საერთაშორისო კოალიციას, რომელიც შარშანდელი აგვისტოდან მოყოლებული, საჰაერო იერიშებს ახორციელებს "ისლამური სახელმწიფოს" წევრების და სხვა ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ სირიასა და ერაყში. ერაყში ამჟამად ასობით ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული მხარდამჭერი და საკონსულტაციო მისიით. ობამამ ნოემბერში გამოაცხადა, რომ კონგრესს მიმართავს მისიის ხელახლა დამტკიცების თხოვნით, რაც არ მომხდარა 2001 და 2002 წელს ჯორჯ ბუშის მმართველობის პერიოდში მისი დამტკიცების შემდეგ.

XS
SM
MD
LG