Accessibility links

პაკისტანში 15 ექსტრემისტი მოკლეს


პაკისტანის უშიშროების ძალების ცნობით, მათ 15 ექსტრემისტი დახოცეს და ერთი ჯარისკაცი დაკარგეს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბალუჯისტანის პროვინციაში შეტაკებისას. შეტაკება 10 თებერვალს მოხდა ხარანის რაიონში. სასაზღვრო ჯარების ცნობით, დაიჭრა სამი ჯარისკაცი. ანონიმი ოფიციალური პირის ცნობით, ექსტრემისტები მიეკუთვნებიან სეპარატისტულ „ბალუჯისტანის გათავისუფლების ფრონტს“, რომელიც შეტევებს აწყობს უშიშროების ძალებისა და მთავრობის ობიექტებზე. ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ბალუჯისტანი ირანსა და ავღანეთს ესაზღვრება.

XS
SM
MD
LG