Accessibility links

logo-print

მინსკში დაგეგმილ სამიტს დიდ იმედებს არ უკავშირებენ


უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები აპირებენ დღეს მინსკში შეხვედრას უკრაინაში კონფლიქტზე მოსალაპარაკებლად. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი სამიტს მიიჩნევს „უკრაინაში კონფლიქტზე მოლაპარაკების ბოლო შანსად". სამიტზე გარღვევის მიღწევის პერსპექტივა საეჭვოა ინტენსიური ბრძოლების და ურთიერთსაწინაამდეგო ინტერესების ფონზე. შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, კონფლიქტმა აღმოსავლეთ უკრაინაში 5350-ზე მეტი ადამიანი შეიწირა და ცივი ომის შემდეგ ყველაზე მწვავე დაძაბულობამდე მიყვანა დასავლეთთან მოსკოვის ურთიერთობა. გერმანიის კანცლერის პრესმდივნის, შტეფენ ზაიბერტის სიტყვებით, ეს შეხვედრა მხოლოდდამხოლოდ "იმედის ნაპერწკალია", სხვა არაფერი. „ვიზიტი რომ შედგება - ეს ნიშნავს იმედის ნაპერწკალს, მაგრამ მეტს არაფერს. ძალაში რჩება ის, რაც ფედერალურმა კანცლერმა რამდენჯერმე განაცხადა ბოლო დღეებში, რომ ნათელი არ არის, შეძლებენ თუ ვერა შედეგის მიღწევას. მაგრამ ყველა გაუკრვევლობის მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში დაზარალებული ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ამ ინიციატივასთან დაკავშირებული მცდელობა“, განაცხადა ზაიბერტმა. მისი ინფორმაციით, სამიტი მინსკის დროთ 18:30 საათზე (თბილისის დროით 19:30-ზე) უნდა დაიწყოს.

XS
SM
MD
LG