Accessibility links

logo-print

ამერიკელი გენერალი: რუსი ჯარისკაცები მონაწილეობენ უკრაინაში ბრძოლაში


ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები პირდაპირ არიან ჩართული ბრძოლაში აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დებალცევოსთან და რუსეთმა 10 ბატალიონს მოუყარა თავი აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს ცნობას, რომლის თანახმადაც გენერალ-ლეიტენანტმა ჰოჯესმა 11 თებერვალს პოლონეთში, ნატოს სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან ერთად იბრძვიან, რასაც ცხადჰყოფს აღჭურვილობა და შეიარაღების რაოდენობა. „ვშიშობ, რომ თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ დებალცევოში, მაშინ თავიანთ ყურადღებას გადაიტანენ მარიუპოლზე. არ ვიცი, მაგრამ ვშიშობ, რომ შესაძლოა ასეთი რამე გააკეთონ. მათ დანამდვილებით ჰყავთ დიდი რაოდენობით რუსი ჯარისკაცები, 10 ბატალიონი აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან“, განაცხადა ამერიკელმა გენერალმა. თითო ბატალიონში, ჩვეულებრივ, 300-დან 800-მდე ადამიანია. როგორც ჰოჯესი ამბობს, აშშ-ის არმია გაწვრთნის უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც ებრძვიან მეამბოხეებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. მისი თქმით, წვრთნები მომავალ თვეში დაიწყება და მოიცავს სწავლებას, როგორ უნდა იმოქმედონ უკრაინელმა სამხედროებმა, როცა „რუსები ახშობენ (კომუნიკაციას)“ და როგორ დაიცვან თავი „რუსეთისა და მეამბოხეების არტილერიისაგან“.

XS
SM
MD
LG