Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ კონგრესს სთხოვა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძალის გამოყენების მხარდაჭერა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს მიმართა თხოვნით, მხარი დაუჭიროს ძალის გამოყენებას ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. შესაბამისი რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, ძალის გამოყენების სანქცია სამი წელი იმოქმედებს. ეს სანქცია არ ვრცელდება „გრძელვადიან თავდასხმით სახმელეთო ოპერაციებზე“. სანქციის დამტკიცებით გაუქმდება მისი 2002 წლის ვერსია, რომელსაც კონგრესმა მხარი დაუჭირა ერაყში ომის დაწყებამდე. სანქცია გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე იმოქმედებს. აშშ და მისი მოკავშირეები შარშანდელი აგვისტოდან ახორციელებენ ექსტრემისტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს ერაყში, ხოლო სექტემბრიდან - სირიაშიც.

XS
SM
MD
LG