Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში იმყოფება უკრაინის შესახებ სამიტის ყველა მონაწილე


უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები მინსკში ჩავიდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში 10 თვის წინ დაწყებული კონფლიქტისთვის ბოლოს მოღებაზე მოსალაპარაკებლად. პეტრო პოროშენკო, ვლადიმირ პუტინი, ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი 11 თებერვალს, საღამო ხანს ჩაფრინდნენ მინსკში ერთმანეთთან შესახვედრად, რასაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა „მოლაპარაკების ბოლო შანსი“ უწოდა. სამიტზე გარღვევის მიღწევის პერსპექტივა საეჭვოა ინტენსიური ბრძოლებისა და ურთიერთსაწინაამდეგო ინტერესების ფონზე. შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, კონფლიქტმა აღმოსავლეთ უკრაინაში 5350-ზე მეტი ადამიანი შეიწირა და ცივი ომის შემდეგ ყველაზე მწვავე დაძაბულობამდე მიყვანა დასავლეთთან მოსკოვის ურთიერთობა. გერმანიის კანცლერის პრესმდივნის, შტეფენ ზაიბერტის სიტყვებით, ეს შეხვედრა მხოლოდდამხოლოდ "იმედის ნაპერწკალია“, სხვა არაფერი.

XS
SM
MD
LG