Accessibility links

logo-print

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" - საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით ვითარება გაუმჯობესდა


ორგანიზაციამ "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც საქართველომ 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილი დაიკავა. 2014 წელს საქართველო 84-ე, ხოლო 2013 წელს მე-100 პოზიციას იკავებდა. პირველ ხუთეულში მედიის თავისუფლების კუთხით შედიან ფინეთი, ნორვეგია, დანია, ჰოლანდია და შვედეთი, ბოლო ადგილებზე ჩრდილოეთ კორეა და ერიტრეა გავიდნენ. რუსეთი 152-ე ადგილზეა.

XS
SM
MD
LG