Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IDFI: საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუარესებულია


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ შარშანდელთან შედარებით, საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუარესებულია. ორგანიზაციის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციამდე განუცხადა, რომ სრულყოფილად გაცემული ინფორმაციის მაჩვენებელი 15%-ით არის შემცირებული. როგორც IDFI-ს დირექტორი აღნიშნავს, ზოგადად კარგი ტენდენცია არის ის, რომ გამოიკვეთა დაახლოებით 30-ზე მეტი უწყება, რომელსაც 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. მისივე განმარტებით, აქ იგულისხმება ყველა უწყება, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

XS
SM
MD
LG